თემა: მოყვასი გიჭირს, როდესაც შენს მწუხარებას არავინ იზიარებს? იჩქარე, თვითონ გაიზიარო მოყვასის უბედურება. link
თემა: მოყვასი უფალი უფრო ადვილად მოგვიტევებს თვით მის მიმართ ჩადენილ ცოდვებს, ვიდრე - მოყვასის მიმართ (მათე 18, 23-35); link
თემა: მოყვასი მოყვასს ნუ გაანაწყენებ და ნურც გააღმერთებ, ნურც საკუთარ თავს გააღმერთებ. ღმერთი კი გიყვარდეს მტკიცე სულით, ანუ - მთელი გულითა და გონებით. link
თემა: მოყვასი 132. ნუ ამბობ, რომ ვინც უვნებოა, არ ძალუძს მას შეჭირვების განცდა, რადგან თუმცაღა თავისი თავის გამო არა, მაგრამ მოყვასის გამო ვალდებულია, რომ შეიჭირვებდეს. link
თემა: მოყვასი საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს: ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის და ყველაზე ძლიერ. link
თემა: მოყვასი სულიერი ნათესაობა უდიდესი არს, ვიდრე ხორციელი. ძმა და მოყვასი მხოლოდ ხორციელად არს შენთან შეკავშირებული, ხოლო ღმერთმან სულიერად ყოველი კაცი შეაერთა და ყოველნი გვყო მოყვარედ და ძმად თავსა თვისსა შორის. link